რკონის მონასტერი
 
Picture
          რკონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, კასპის რაიონში, კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე.
XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო, რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. XIII საუკუნის მეორე ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს. 1400 წელს, თემურლენგის ჯარებმა დაარბიეს სოფელი, და ირგლივ მდებარე ეკლესიები და მონასტრებიც. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი, საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. ქართლის მეფე გიორგი XI აქედან აწარმოებდა ბრძოლებს ერეკლე I-ის ჯართან და როდესაც იგი დამარცხდა, ოჯახით გაიქცა დასავლეთ საქართველოში. 1905 წელს, რკონში არსებობდა სახელოსნო-ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს